კენედის 6 შვილი გმობს მამის მკვლელის პირობით ვადამდე გათავისუფლების რეკომენდაციას

კალიფორნიის პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის მიერ რობერტ კენედის მკვლელის ციხიდან გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია კენედის ექვსმა შვილმა დაგმო

კალიფორნიის პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის მიერ რობერტ კენედის მკვლელის, სირჰან სირჰანის გათავისუფლების შესახებ რეკომენდაცია რობერტ კენედის ექსმა შვილმა დაგმო.

„მან ჩვენ მამა წაგვართვა, მან ის ამერიკას წაართვა. ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს ადამიანი გათავისუფლებისთვის არის რეკომენდებული, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ჯოზეფ პატრიკ კენედი უმცროსი, კორტნი კენედი, კერი კენედი, კრისტოფერ ჯორჯ კენედი, მეთიუ მაქსველი ტეილორ კენედი და რორი ელიზაბეტ კეტრინ კენედი-ბეილი.

საინფორმაციო სააგენტოების მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, სირჰან სირჰანის პირობით ვადამდე გათავისუფლების რეკომენდაციას მხარი კენედის ორმა შვილმა დაუჭირა.

დუგლას კენედის თქმით ის სირჰანში ხედავს ადამიანს რომელიც იმსახურებს შებრალებას.

რეკომენდაცია სირჰან სირჰანს ციხიდან გათავისუფლების გარანტიას არ აძლევს. საბოლო სიტყვა კალიფორნიის შტატის გუბერნატორ გევინ ნიუსომზეა, ის კი ამჟამად წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმული.

77 წლის პალესტინური წარმომავლობის სირჰან სირჰანმა მეთექვსმეტედ ითხოვა შეწყალება. „ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ახალგაზრდა იმპულსური ბიჭი, რომელიც მე ვიყავი, აღარ არსებობს”

„სენატორი კენედი მთელი მსოფლიოს იმედი იყო. მე ყველას ჭრილობა მივაყენე, ყველას ზიანი მივაყენე და ჩემთვის მტკივნეულია ამ საშინელი საქციელის გაცნობიერება”, -თქვა სირჰან სირჰანმა კომისიის სხდომაზე.

სირჰან სირჰანმა რობერტ კენედი 1968 წელს, ლოს-ანჯელესის სასტუმრო „ამბასადორში” სიტყვით გამოსვლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა. დაპატიმრების შემდეგ ის ამბობდა, რომ სენატორი აშშ-ის მიერ ისრაელისადმი დახმარების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით კი აცხადებდა, რომ არ ახსოვდა თავდასხმის შესახებ.

კომენტარები
იტვირთება...