კელი დეგნანი: ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს

“გვქონდა კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შესულია ოდირის რეკომენდაციებში”, – საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“განვიხილეთ დამატებითი წინადადებებიც. ვფიქრობთ, რომ შევქმნით გარკვეულ პირობებს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად. კარგი სამუშაოები ჩატარდა კანონმდებლობის პროექტზე და ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს”, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

 

შეგახსენებთ, 2020 წლის 29 ივნისს, პარლამენტმა, 117 ხმა 3-ის წინააღმდეგ –  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად