კელი დეგნანი: საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის აქ

საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის აქ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რადგან ეს არის კარგი შესაძლებლობა, იყოს საუბარი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში.

„19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესში ევროკავშირთან ძალიან კარგად ვმუშაობდით. მისი (მიშელის) ვიზიტის პროცესში პირდაპირ ვარ ჩართული, მაგრამ საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის აქ. ბათუმის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი ღონისძიება და მონაწილეთა დონე ამის ნათელი დასტურია. დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება სასარგებლო ხედვების გაცვლა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, იყოს საუბარი არამხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოს როლზე მთელი შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

კომენტარები
იტვირთება...