კელი დეგნანი: ყველამ კარგად იცის ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობისკენ

აშშ-ს ელჩი ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტარს აკეთებს.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ კრემლის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაცია, საქართველოში არეულობისა და დესტაბილიზაციისკენაა მიმართული.

„მე მგონი, ყველამ კარგად იცის ვინ აფინანსებს კრემლის დეზინფორმაციას საქართველოში, რომელიც მიმართულია ძალადობის, არასტაბილურობისა და არეულობის გამოწვევისკენ. ქართველები ძალიან გონიერი ხალხია და კარგად ხვდება ამას“, – აცხადებს აშშ-ს ელჩი საქართველოში.
ცნობისთვის, ვასაძემ, გუშინ თავის განცხადებებში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეურაცხმყოფელად მოიხსენია.

კომენტარები
იტვირთება...