კელი დეგნანი პრემიერის გადადგომის მოთხოვნაზე: ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად

აშშ-ს ელჩი საქართველოში, ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა და გადადგეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან, ჟურნალისტთა პროტესტის ფონზე, პასუხობს, რომ ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

კელი დეგნანი აცხადებს, რომ პროცესები დემოკრატიულად უნდა წარიმართოს.

აცხადებს, რომ მნიშვლელოვანია სახელმწიფომ დაიცვას ყველას უფლება, იქნება ეს უმრავლესობა თუ უმცირესობა.

„მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველას უფლება, იქნება ეს უმრავლესობა თუ უმცირესობა და ხელი შეეშალოს ძალადობას. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ სურთ მათ ქვეყნის ხელმძღვანელად. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წარიმართოს დემოკრატიული პროცესის ფარგლებში“,-აცხადებს კელი დეგნანი.

კომენტარები
იტვირთება...