კელი დეგნანი „ღირსების მარშზე“: ვისაც სურთ, ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, ძალადობით და ზიზღით არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი დღეს, 5 ივლისს რუსთაველზე დაგეგმილ ღირსების მარშს ეხმაურება და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ყველა მოქალაქის დაცვას უზრუნველყოფს.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებტან განაცხადა ისინი, ვინც ძალადობით მშვიდობიანი მსვლელობისთვის ხელის შეშლას გეგმავენ, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ და იმედი გამოთქვა, რომ პოლიცია მშვიდობიანი მონაწილეების უფლებებს დაიცავს.

“საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მისი ყველა მოქალაქის დაცვას, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლებას, ისევე როგორც ამერიკის კონსტიტუცია, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ეს აზრი იყოს არაპოპულარული და უმრავლესობისთვის წინააღმდეგობრივი.

გვჯერა, რომ საქართველოს პოლიციას აქვს სათანადო უნარები და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ მშვიდობიან მონაწილეებს უფლება მისცენ გამოხატონ თავისი უფლება და განახორციელონ ეს უფლება, ხოლო ისინი, ვისაც სურთ რომ ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, ძალადობით და ზიზღით არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას”,- თქვა კელი დეგნანმა.

დღეს, 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” დასასრულს, რუსთაველზე “ღირსების მარში” გაიმართება. აქციის პარალელურად საპატრიარქო მსვლელობას მართავს ქაშუეთის ეკლესიასთან.

კომენტარები
იტვირთება...