კელი დეგნანი: ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან, ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება მზად არის, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი იპოვოს.

ამის შესახებ კელი დეგნანმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

„ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობასთან და ოპოზიციასთან. ახლა ვიცით, რომ ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი“, – აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ესწრებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად