კელი დეგნანი: ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები სამწუხაროა, წინასაარჩევნო გარემოს ყურადღებით ვაკვირდებით

ამომრჩეველთა დაშინების შემთხვევები სამწუხაროა, წინასაარჩევნო გარემოს ყურადღებით ვაკვირდებით, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩი პარტიებს ღიაობისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ წინასაარჩევნო პროგრამები გააცნონ მოქალაქეებს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და ასევე, ვეცნობით სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებს. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ისეთი შემთხვევები, როგორიცაა ამომრჩეველთა დაშინება, სხვადახვა რესურსის გამოყენება, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა განახორციელა და მნიშვნელოვანია, რომ მიღებული კანონი აღსრულდეს.

გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება, მათთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს საშუალება ჰქონდეს, ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას მოუსმინოს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დებატები მნიშვნელოვანი წყაროა, რომ ამომრჩეველმა ინფორმაცია მიიღოს, შესაბამისად ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, რომ საკუთარი პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებულად შეძლოს არჩევნებზე წასვლა”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად