კელი დეგნანი: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის 3 მილიონი დოლარი გამოყო

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოსთვის 3 მილიონი დოლარი გამოყო, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მოგესალმებით სახლიდან, დღეს მე დისტანციურ რეჟიმში ვმუშაობ, რათა შევასრულოთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელების რეკომენდაციები სოციალური დისტანცირების შესრულებასთან დაკავშირებით. ახალი ამბები, რომ საქართველოში ეტაპობრივად განახლდება ბიზნესსაქმიანობა, იმედის მომცემია. ვიცი ყველა ველოდებით, როდის შევუდგებით სრული დატვირთვით მუშაობას.

ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ საქართველოს ეროვნული ჯანდაცვის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელების, ექიმების, მკვლევარების და საქართველოს მთავრობის. მათმა პროაქტიულმა მუსაობამ შესაძლებელი გახადა, რომ საქართველო ჩვეულ რიტმში უბრუნდება ცხოვრებას. როგორც ექიმმა გამყრელიძემ თქვა, ჩვენ ჯერ არ დაგვიმარცხებია “კოვიდ 19”, ამიტომ მნიშვნელოვანია სრული სერიოზულობით მივუდგეთ ამ საკითხს. მივიღოთ ზომები ჩვენი უსაფრთხოებისთვის. აშშ უძღვება “კოვიდ 19”-ზე რეაგირების მსოფლიო ძალისხმევას ჰუმანიტარული და ჯანდაცვის კუთხით. მაშინ, როდესაც თვითონაც ვირუსს ებრძვის შინ დღემდე დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი გამოყო ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის.

„ამ რეაგირების ფარგლებში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღემდე დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი გამოყო ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის დამატებით იმ ფინანსური მხარდაჭერისა, რაც უკვე უზრუნველეყო მრავალეროვნული და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ეხმარებიან თემებს პანდემიასთან გამკლავებაში. აქ, საქართველოში საელჩო აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარების გზების ძიებას.

მოხარული ვარ გაცნობოთ დამატებით სამი მილიონი დოლარის დახმარების შესახებ, რომელიც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გამოყო საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების მხარდასაჭერად.

იანვრის თვიდან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეხმარება საქართველოს პანდემიასთან მომზადებასა და მასზე რეაგირებაში.

ერთობლივად განხორციელებულ აქტივობებს შორისაა: ჯანდაცვის მუშაკთა ტრენინგი შემდეგ საკითხებზე: პერსონალური დამცავი აღჭურვილობის სათანადო გამოყენება, ინფექციის პრევენცია და კონტროლი, „კოვიდ-19“-ზე საეჭვო შემთხვევების კონტაქტების კვლევა, ტექნიკური დახმარება პაციენტთა მართვისა და ნაკადების სისტემების კუთხით სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად და საველე ეპიდემიოლოგების ტრენინგი, მათი სათანადო უნარებით აღჭურვა „კოვიდ-19“-ზე მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და ინტერპრეტაციის კუთხით. ეს გააძლიერებს საქართველოსა და ამერიკის დაავდებათა კონტროლისა და საქართველოს პარტნიორობას, რომელიც 10 წელზე მეტს ითვლის. მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორციაა C ჰეპატიტის ელიმინაცია, საველე ეპიდემიოლოგია, ლაბორატორიული ტრენინგ-პროგრამა, რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტებისა და ლაბორატორიების კონტროლს საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად