კელი დეგნანი: ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამერიკას დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ულოცავს.

„მე მინდა ვუსურვო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოში ბედნიერი 4 ივლისი. ეს არის დღე, როდესაც ამერიკელმა ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ეს სიტყვები ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც 244 წლის წინ, როდესაც დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და სიცოცხლის, თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ხელშეუხებელია. ამ უფლებების დასაცავად, არსებობს მთავრობები.

ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია 11 წლის შემდეგ იყო მიღებული, სადაც გაიწერა დემოკრატიული პროექტის სტრუქტურა, რომლის მშენებლობას დღესაც ვაგრძელებთ” –  აცხადებს კელი დეგნანი ვიდეო მილოცვაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, 22:00 საათზე მთაწმინდის პარკი ფეიერვერკებით და თბილისის სატელევიზიო ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად