კელი დეგნანი: ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა

საქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის ელჩთან ერთად, შიდა ტურიზმის განვითარებისა და ხელშეწყობის კამპანიის “აღმოაჩინე საქართველო” ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ესტუმრა.

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სამცხე ჯავახეთის გაცნობისათვის და აღნიშნა, რომ ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია იმის ნახვა, რაც შექმნეს ფოკას წმ. ნინოს მონასტერში დედა ელისაბედმა და სხვა მონაზვნებმა, როგორც ადგილობრივი საზოგადოების ინტეგრაციის, ასევე, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, აგროტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით.

“ვფიქრობ, ამ მხარეს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს განსაკუთრებული ადგილია. მართლაც ამაღელვებელია წმინდა ნინოს ისტორია, რომელმაც ქრისტიანობა საქართველოში სწორედ ამ ადგილიდან შემოიტანა. ამიტომ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება რელიგიური სიწმინდეების მომლოცველთათვის, რომლებიც ისეთი წმინდანების ნაკვალევს მიჰყვებიან, როგორიც წმინდა ნინოა.

საერთო ჯამში, ეს იყო ლამაზი დღე და ჩემი შანსი, მენახა საქართველოს შემოგარენი, ისეთი ადგილები, სადაც მე ჯერ არ ვყოფილვარ. სავარაუდოდ, როგორც კი შევძლებ, კიდევ დავბრუნდები. ასე რომ, ძალიან მადლიერი ვარ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად