კეკელიძე: ლადო აფხაზავა ცილისწიმებების ნიაღვარს არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ – იმედგაცრუებულია

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დრიექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“გასაკვირი სხვანაირად უფრო იქნებოდა – ყველა დიდ საქმეს უკან ტალახს მივადევნებთ და რაღა ამ ამბავს გამოვტოვებდით. ტრადიციულ ეროვნული სპორტში ჯერაც ჩემპიონები ვართ. ლადო ამ გზას ახლა გადის; უმძიმესი ცხოვრების და თავგადაკლული შრომის შემდეგ პირველ წარმატებებს რომ უცაბედი ცილისწიმებების ნიაღვარი მოყვა, არ იმჩნევს, მაგრამ ვატყობ – იმედგაცრუებულია. არ მოიტყუოთ თავი – ჭორით, სეირით და ტალახის სროლით ჩვენში ყველა ერთობა – ლიბერალიც და არალიბერალიც, მემარცხენეც და მემარჯვენეც – გიპოვის რაღაც მიზეზს, დაგკბენს და გაღიმებული გაივლის. ამიტომაც, როცა მეუბნებიან: “შენ ყველას უყვარხარ” მეღიმება და ცხადად წარმოვიდგენ, როგორ შემოტრიალდება ეს ყველა ცოფიანი ძაღლივით, თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა ან ვინმემ ფეხის დაცდენა გამოგიგონა. მხოლოდ ერთი გზა ვიცი პასუხად. საქმეების, რომელსაც ვაკეთებ, ორმაგი ძალით გაგრძელება. ბრძოლის ველის განვრცობა. შრომა, შრომა და შრომა. ლადო ჩემი მეგობარია. ისიც ამ გზაზე დგას”, – წერს გიორგი კეკელიძე.

შეგახსენებთ, ჩიბათელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო 10 მასწავლებელს შორისაა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად