კეკელიძე: იმის ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, სადღაც ჩრდილში, მორცხვად დგას ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე

ამ ყველაფრის ფონზე, რაც ჩემს საყვარელ ქვეყანაში ხდება და რასაც მთელი დღეა სახელიც კი ვერ მოვუძებნე, თითქოს სიმბოლურად, სადღაც ჩრდილში და მორცხვად, დგას ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე,-ამის შესახებ ოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

“და ამ ყველაფრის ფონზე, რაც ჩემს საყვარელ ქვეყანაში ხდება და რასაც მთელი დღეა სახელიც კი ვერ მოვუძებნე, თითქოს სიმბოლურად, სადღაც ჩრდილში და მორცხვად, დგას ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე – ყველაზე დიდი შემწყნარებლის და თვითონ შეუწყნარებული კაცის. კაცის, ვისაც ყველა ახსენებს და არავინ ითვალისწინებს”,-წერს გიორგი კეკელიძე.

დღეს ქართველი მწერლის, პოეტისს, პუბლიცისტის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა. ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი. ის 1837 წლის 8 ნოემბერს დაიბადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად