კეკელიძე: გამოთქმა”ესეც გაივლის” პატარა მარიამმა ასე გაიხსენა “ქორწილამდე მოგირჩებაო”

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე თავის სოციალურ ქსელში ბავშვებთან ჩატარებული გაკვეთილებიდან დღეს მომხდარ სახალისო ისტორიას იხსენებს.

“დღეს გაკვეთილს ვატარებ ევროპულ სკოლაში. პატარებთან. სიტყვამ მოიტანა და ერთი ლეგენდა გავიხსენეთ სოლომონ ბრძენის, რომელსაც ბეჭედზე ეწერა: “ესეც გაივლის”. რთულ დროს დახედავდა ხოლმე. უფრო უკეთ რომ გითხრათ, შარშან ვისაუბრეთ ამ ამბავზე და ახლა, რადგან სიტყვამ მოიტანა, ვიკითხე, აბა, ვის გახსოვთ მეთქი. მეო! – იყვირა მარიამ კვირკველიამ (იცის, რომ ღიად ვწერ, შევუთანხმდი) – ძალიან ნიჭიერმა და ძალიან ცელქმა. შევატყვე, ზუსტად არ ახსოვდა, მაგრამ მაინც ,,არ დავინდე”. ცოტა შეყოყმანდა და მიპასუხა: ,,რა ეწერა და ქორწილამდე მოგირჩებაო!”, – წერს კეკელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად