კეკელიძე: ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველის შვილს “გურული დღიურების” ფონდი სტიპენდიას დაუნიშნავს

ამის შესახებ საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქართველი ქალის ერთ-ერთ შვილს, ანანო ნაჭყებიას, გურული დღიურების ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს. ფონდი შეუძენს სასკოლო ინვენტარსაც და სკოლის დამთავრებამდე სასწავლო მიმართულებით სხვა დახმარებასაც ხშირად გაუწევს. ანანო სამტრედიაში ცხოვრობს და საუკეთესო მეხუთეკლასელია”-წერს გიორგი კეკელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად