კეკელიძე: ეროვნული ბიბლიოთეკა სოფელ ვეჯინის დარბეული ბიბლიოთეკის ფონდს აღადგენს და განაახლებს

ეროვნული ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო ასოციაცია და მოძრაობა ეკვილიბრიუმი სოფელ ვეჯინის დარბეული ბიბლიოთეკის ფონდს აღადგენს და განაახლებს. ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი, გიორგი კეკელიძე წერს.

“ეროვნული ბიბლიოთეკა, საბიბლიოთეკო ასოციაცია და მოძრაობა ეკვილიბრიუმი აღადგენს და განაახლებს სოფელ ვეჯინის დარბეული ბიბლიოთეკის ფონდს. სამარცხვინო და ცოტა გაუგებარი ამბავია. ნუ დახევ და დაწვავ, არამედ #აჩუქეწიგნი და წაიკითხე, რომ მერე არც დახევა მოგინდეს და არც დაწვა”,-წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

7 აპრილს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ბიბლიოთეკა დაარბიეს.

დაზიანებულია კარადები, განადგურებულია წიგნები, დამტვრეულია ტექნიკა და ინვენტარი.

“შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. დამტვრეული და გადმოყრილია კარადები, განადგურებულია წიგნები, დარბეულია მთლიანად ბიბლიოთეკის შენობა . იყო ხანძრის გაჩენის მცდელობაც, დაახლოებით 1 კვ.მ-ზე გავრცელდა ცეცხლი,თუმცა სახანძრო- სამაშველო სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ აქ”,,- განუცხადა “აიპრესს” გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად