კეკელიძე: ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს გახსნის

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს

როგორც კეკელიძე აცხადებს, ამ კაბინეტში მოწვეულები იქნებიან ელჩები საქართველოში და უცხოელი სტუმრებს. ამავდროულად შეიქმნა კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც.

“ეროვნული ბიბლიოთეკა პუტინის ინტერპრეტაციის კვალად, ძალიან მალე გახსნის კარტოგრაფიის მუზეუმ-კაბინეტს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შექმნილი საქართველოს რუკები იქნება წარმოდგენილი – მათ შორის პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის მიერ დადასტურებული. ამ კაბინეტში მოვიწვევთ ელჩებს საქართველოში და მოვიყვანთ ყველა უცხოელ სტუმარს. ამავდროულად შეიქმნა კაბინეტის ელექტრონული ვერსიაც”, – წერს გიორგი კეკელიძე Facebook-ში.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისტორიის გაყალბება სცადა და განაცხადა, რომ 1918 წელს საქართველომ აფხზეთის ოკუპაცია მოახდინა, ხოლო 1919 წელს ცხინვალის რეგიონში ოს ხალხს გენოციდი მოუწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად