კაციტაძე: უშუალოდ პრემიერს ვესაუბრე და ინტერპარტიულ ჯგუფს შაბათს შეგვხვდება

“მქონდა უშუალოდ პრემიერმინისტრთან საუბარი და ინტერპარტიულ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართება შაბათს”,-ამის შესახებ ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელმა მამუკა კაციტაძემ რუსთავი 2-თან განაცხადა. შეხვედრაზე საუბარი საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შედგება.

“პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში იმპელმენტაციაც და საკანონმდებლო ცვლილებებიც აბსოლუტურად განხორციელებადი და მოსწრებადია, რაც შეეხება რამდენად მაქვს იმედი, მე მაქვს პრემიერმინისტრის გონიერების იმედი, მე მაქვს იმედი, რომ ქართულ სახელმწიფოს და მის მიერ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას სჭირდება ეს  ყველაფერი.

მთავარია, რომ ის მოდელი, რაც დღეს არის განსაზღვრული კანონმდებლობით და რომელსაც უწოდა ვენეციის კომისიამ პოლიტიკური თაღლითობის გაგრძელება საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით, ის არ უნდა დარჩეს,“-განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...