კაციტაძე: გახარიამ გუნდში პასუხისმგებლობა მხოლოდ მე მეკისრება, რაღაც წილად კი ელჩებიც პასუხისმგებელნი არიანო 

ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა მამუკა კაციტაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მან თქვა, რომ პასუხისმგებელი ვარ მე, ბრძანება გავეცი მე. პასუხისმგებელი არ არის ივანიშვილი, აზრზე არ იყო არაფრის, გუნდში რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დავაკისრო, სასაცილო იქნება. რომ ეთქვა ჩუბინიძეა პასუხისმგებელი, ან საბანაძე – ჩემი მოადგილეო, ან გომელარიო, მაგრამ პასუხისმგებელნი არიან ელჩები რაღაც წილად, ეს ბრძანება არ გაუციათ, მაგრამ მე როცა ბრძანებას ვაძლევდი ჩემს გვერდით იყვნენ და უყურებდნენ, რა კარგად ირბეოდა კანონის ფარგლებში ეს აქცია. ეს თქვა მან. საშიში ეს პასაჟია, რომ იმ შენობაში არარსებული ელჩ(ებ)ი გარია საქმეში”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...