კაციტაძე: ბიძინამ ბიზნესმენებთან თქვა შუაშისტობა მავნებლობააო, “ოცნებას” მინუს ფული, რას მივიღებთ?!

ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პირველები” განაცხადა.

“2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა თქვა შუა უნდა გაიკრიფოს, 2016-ში ეს გაიმეორა. ეს არ ყოფილა მხოლოდ ნათქვამი ფრაზა, ჩვენ დაგვიწყო ბრძოლა. 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთ ბიზნეს-ფორუმზე არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სადაც სხვათა შორის ხშირად არ დადის. მედიას იქიდან ერთადერთი მესიჯი გამოაქვს – შუაშისტობა მავნებლობაა, ბიზნესმენებისთვის ეს მიმართვა რას ნიშნავს მე მგონი ყველა გაიგებს. ანუ ფეხი არ გადაგცდეთ თქვენ ბიზნესმენებო. ბიზნესმენებს რომ ეუბნები შუაშისტებისკენ არ წაგცდეს ხელი რას ნიშნავს?! მე არ ვამბობ, რომ პარტიისთვის ხელი ყველაფერია, ტვინი და გამოცდილება თუ არ გაქვს, ფული თავზე რომ დაგაყარო, მაინც არაფერი გამოვა, მაგრამ ახლა უცბად ავიღოთ, “ქართულ ოცნებას” მინუს ფული, რას მივიღებდით?! – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...