კაცი, რომელსაც წუხელ Covid19 დაუდასტურდა, ქუთაისიდან ბაღდათში, მშობლების სანახავად იყო ჩასული

როგორც ბაღდათის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მაჩიტიძემ “აიპრესს” განუცხადა კაცს ოჯახი ქუთაისში ჰყავს, ბაღდათში კი რამდენიმე დღის წინ მშობლების მოსანახულებლად იყო ჩასული, რომ შემდეგ წამოეყვანა ქუთაისში.

ახლა მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ მამაკაცთან შემხებლობაში მყოფ პირებს ეძებენ. ამ დროისთვის მოძიებულია მისი 19 კონტაქტი კვლევა გრძლდება.

მამაკაცს ვირუსი გვიან ღამით ქუთაისის ცხელების ცენტრში დაუდასტურდა, ის მკურნალობის კურსს ინფექციურ საავადმყოფოში გაივლის.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად