კატერინა საკელაროპულო საბერძნეთის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად 261 ხმით 33-ის წინააღმდეგ კატერინა საკალაროპულო აირჩია.

63 წლის კატერინა საკალაროპულო სახელმწიფო საბჭოს – საბერძნეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს პრეზიდენტი იყო. მის კანდიდატურას, წარდგენილს კონსერვატიული პარტიის მიერ, მხარი ოპოზიციური პარტიების, მათ შორის შარშან ივლისის არჩევნებზე ძალაუფლებადაკარგული მემარცხენე პარტია “სირიზას” დეპუტატებმაც დაუჭირეს.

კატერინა საკალაროპულო დაიბადა1956 წლის 30 მაისს, სალონიკში, მოსამართლის ოჯახში. სამეცნიერო წრეებში ცნობილია, როგორც ავტორი სტატიების კონსტიტუციური და ეკოლოგიურ სამართლის დარგში. არის სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი.

კატერინა საკალაროპულო პრეზიდენტის პოსტზე პროკოფის პავლოპულოს, რომელსაც პრეზიდენტობის ხუთწლიანი ვადა მარტში ეწურება.

საბერძნეთში ისტორიულად მცირეა ხელმძღვანელ პოსტებზე ქალთა რაოდენობა. ახლანდელ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის კაბინეტში 18 მინისტრიდა მხოლოდ ერთია ქალი – განათლების და რელიგიის საკითხთა მინისტრი ნიკი კერამეუსი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად