“კატეგორიულად უარვყოფ ჩემი კანდიდატურის განხილვას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ”

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნინო გვენეტაძე, კატეგორიულად გამორიცხავს მისი კანდიდატურის განხილვას თავმჯდომარის პოსტზე. 

თუმცა, „აიპრესთან“ აცხადებს: „როგორც ამ სისტემაში ნამუშევარ ადამიანს, შემიძლია გითხრათ, რომ  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი პროფესიონალიზმი, პიროვნული კეთილსინდისიერება და საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. განსაკუთრებით იურიდიულ და სამართლებრივ წრეებში. მოგეხსენებათ, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ნებისმიერი დავის გადაწყვეტის დროს ერთ-ერთი სახელისუფლებო შტოს ფუქნციას ასრულებს. 

ძალიან კარგია თუ ექნება სამოსამართლეო გამოცდილება, რადგან ის ეთიკური მაღალი სტანდარტები, რაც მოსამართლეს მიუკერძოებლობის და დამოუკიდებობის პრინციპების დაცვით ჭირდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ორგანიზაციული მუშაობის უნარები. მთავარი ის არის რომ ის მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და ყველა სახელისუფლებო შტოსთვის. მისაღები ამ სიტყვის სწორი და მართებული  გაგებით. 

საზოგადოებაში მისი ავტორიტეტი უნდა იძლეოდეს იმის შეგრძნებას, რომ ის იქნება აბსოლუტური მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მართვისა და ასე ვთქვათ, მისცემს უზრუნველყოფას კონკრეტულ მოსამართლეებს შესძლონ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელება. 

_ რამდენიმე კანდიდატზე საუბრობენ, მოსამართლე ნათია წკეპლაძესა და უშიშროების საბჭოს მდივანზე ირინა იმერლიშვილზე, რას ფიქრობთ ამ ორ კანდიდატურაზე?

_ მე კანდიდატებზე არაფერს გეტყვით. გარდა ამ ორისა, უამრავი კანდიდატი დასახელდა. ჩვენი პრესა აქტიურად აშუქებს ამ საკითხს, რასაც მივესალმები. საზოგადოება ღელავს, ესეც ნორმალურ, პოზიტიურ განცდად და განწყობად მიმაჩნია. იმიტომ, რომ  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მართლმსაჯულებას ვინ გაუძღვება საქართველოში. რადგან ადამიანები, რომლებსაც ამდენი წლის განმავლობაში უსამართლობის განცდა ტანჯავდა, მოელიან მართლმსაჯულების ეფექტურ რეფორმას. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. 

ჩემი ეთიკური სტანდარტებიდან გამომდინარე კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარზე შევიკავებ თავს. კიდევ ვიმეორებ, ეს ისეთი კანდიდატი უნდა იყოს, რომელიც იქნება სახელისუფლებო დანარჩენი ორი შტოსთვის მისაღები და რაც მთავარია საზოგადოებისთვის მისაღები. 

მართლმსაჯულების პროცესი ეს არის ურთულესი რამ და მას ყველაზე მაღალი ნდობა მას უპირველს ყოვლის ჩვენ, ხალხმა, საზოგადოებამ და გარემოცვამ უნდა გამოუცხადოს. იმ ადმიანებმა, რომლებსაც ჰქონიათ საქმე სასამართლოში ან მომავალში აპირებენ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება სამოქალაქო, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წარმოება. მათ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი რეალური მართლმსაჯულების წინაშე აღმოჩნდებიან. 

_ თქვენ ხომ არ გყავთ რჩეული კანდიდატი, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შეიძლება წარადგინონ?

_ მე არ მაქვს ამის კომპეტენცია და არც უფლებამოსილება. ძნელია ასეთი რჩეული დაასახელო და შეგნებულადაც ამ სიტუაციაში, ალბათ ვფიქრობ  ის ვისაც ხელეწიფება კანონმდებლობით ასეთი კანდიდატის დასახელება, ეს მისი პრეროგატივაა და  ზედმეტი ჩარევა არ არის საჭირო. 

_ საუბრობენ იმაზე რომ, შესაძლოა ლადო ჭანტურია გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

_ ძალიან ბევრი კანდიდატი განიხილება, მეც თქვენსავით ვეცნობი პრესას და ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ამ საკითხებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა იმ განსჯას, რომელიც იქნება მე ძალიან სერიოზულად ვუდგები და ვგულშემატკივრობ.

მე და ბატონო ლადო ერთად ვმუშაობდით და იმ დროს მიმაჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლება ნამდვილად იყო დამოუკიდებელი. იმიტომ რომ მე მქონდა შესაძლებლობა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიმეღო. ეს ჩემთვის ძალიან დიდ პატივი იყო მაშინ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად