კაჭრეთში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომელი, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში.

=საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) თანამშრომელი, 33 წლის შოთა მთავარაშვილი ფიდერზე აღდგენით სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა და დაიღუპა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...