კაჭკაჭიშვილი: ქართული პოლიტიკა ვერ მივიდა იმ მარტივ მდგომარეობამდე, როდესაც ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების დასუსტებაა

ამის შესახებ სოციალურ ქსელში იაგო კაჭკაჭიშვილი წერს.

“აქეთ ელისაშვილმა და იაგო-ვახოს გირჩმა და იქეთ დანარჩენმა ოპოზიციამ კი დახოცეს ერთმანეთი და ამ დროს, ხელისუფლება არც ერთი მათგანის მოთხოვნებს პრინციპულად არ ეთანხმება: ა) არ აღიარებს პოლიტპატიმრების არსებობას და ბ) არ არის თანახმა ვადამდელ არჩევნებზე – მათ შორის, არც პლებისციტზე და არც ადგილობრივ არჩევნებზე გავლით.

ჰოდა, რა გამოდის?

1. აქამდე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება აძლიერებდნენ ერთმანეთს;

2. ახლა ოპოზიციური ძალები ასუსტებენ ერთმანეთს.

მოკლედ, ქართული პოლიტიკა ვერ მივიდა იმ მარტივ მდგომარეობამდე, როდესაც ოპოზიციის მიზანი ხელისუფლების დასუსტებაა.

სასაცილოა ეს, სატირელი რომ არ იყოს”, – წერს კაჭკაჭიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად