კაჭკაჭიშვილი: ნულოვანი ბარიერი არის გზა, რომ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე გაირღვეს

ქართული ოცნება მზადყოფნას გამოთქვამს ოპოზიციასთან ითანამშრომლოს, რათა საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და საკონსტიტუციო ცვლილება გატარდეს და პროპორციული სისტემა იყოს მიღებული 0 %-იანი ბარიერით.

აღნიშნულ საკითხს სოციოლოგი, თსუ-ის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

“ჩემი აზრით, ნულოვანი ბარიერი არის გზა, რომ ორპოლუსიანობის მოჯადოებული წრე გაირღვეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ, პარლამენტში პარტიების შესვლის შემდეგ, ძალთა გადაჯგუფება მაინც ამ პოლუსებზე მოხდება (რაც, ცხადია, არასასურველია), 2020 წლის პარლამენტი მაინც უფრო უკეთესი იქნება დღევანდელზე.

არც ის დაგავიწყდეთ, რომ ქართულმა ოცნებამ თუ რამე სასიკეთო გააკეთა, ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ის პოლიტიკური “აჯაფსანდალი” იყო”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...