კაჭკაჭიშვილი “იმედს”: ყოჩაღ, ღირსეული კონკურენცია გაუწიეთ “ნოემბრიდან ნოემბრამდე” შემქმნელებს

ამის შესახებ სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს:

“სააკაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცნობილია ყველასთვის, ვინც პირადად მიცნობს, ან ვისაც ჩემი ტექსტები წაუკითხავს/მოუსმენია…

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სააკაშვილის პასუხისმგებლობის მწვერვალი აქამდე ამ არგუმენტზე გადიოდა: “რუსეთი ეძებდა საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის გზებს და სააკაშვილმა, თავისი პროვოკაციებით, მას ამის შესაძლებლობა მისცა”. ამ არგუმენტს ნამდვილად ჰქონდა/აქვს გაზიარების პოტენცია.

თუმცა, ტელე–იმედმა, თავისი ფილმით, ასეთი რამ გვითხრა: რუსეთის ხელისუფლებას არ უნდოდა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სააკაშვილმა აიძულაო!

ჰოდა, ყოჩაღ იმედი ტვ! ღირსეული კონკურენცია გაუწიეთ საყოველთაოდ მარგინალიზებული ფილმის – “ნოემბრიდან ნოემბრამდე” – შემქმნელებს”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, “იმედის” ეთერში აგვისტოს ომთან დაკავშირებით ფილმი გავიდა, რამაც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად