კაჭკაჭიშვილი: ჰიპოთეზების დონეზე რისკია, რომ მერაბიშვილის “შემოყვანით” ოპოზიციური “მრგვალი მაგიდა” შეთხელდეს

“ამ ეტაპზე, ვანოს [მერაბიშვილის] პოლიტიკური პოტენცია მეტ-ნაკლებად ზუსტად არავინ იცის. საჭიროა საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევები და მხოლოდ ამ საფუძველზე შეიძლება დასმულ კითხვას პასუხი გაეცეს”, – ამის შესახებ სოცილოგი იაგო კაჭკაჭიშვილი Facebook-ში წერს:

“წმინდა პრაგმატულად ვიმსჯელოთ (რაც პოლიტიკაში წამყვანია) და შევეშვათ მორალურ განზომილებას: კითხვა იმის შესახებ, ვანო მერაბიშვილის რესურსი ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობას გააძლიერებს თუ დაასუსტებს, ემპირიულია და აბსოლუტურად ექვემდებარება შემოწმებას. ახლა, ამ ეტაპზე, ვანოს პოლიტიკური პოტენცია მეტ-ნაკლებად ზუსტად არავინ იცის. საჭიროა საზოგადოებრივი აზრის ობიექტური კვლევები და მხოლოდ ამ საფუძველზე შეიძლება დასმულ კითხვას პასუხი გაეცეს.

სხვა, ანუ მარჩიელობის შემთხვევაში (ჰიპოთეზების დონეზე), არსებობს სერიოზული რისკი, რომ მერაბიშვილის “შემოყვანით” ოპოზიციური „მრგვალი მაგიდა“ შეთხელდეს და ოპოზიციური ამომრჩეველი (განსაკუთრებით, არჩევნების მაჟორიტარულ ნაწილში) დაიქსაქსოს”, – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად