კატასტროფამდე მგზავრებმა თვითმფრინავიდან გადმოხტომა მოასწრეს

ახალ ზელანდიაში სამგზავრო თვითმფრინავი ტბაში ჩავარდა. Associated Press-ის ცნობით, მგზავრები და ეკიპაჟის წევრები სრული შემადგენლობით გადარჩნენ.

ავიაკომპანია Skydive Taupo-ს სმაგზავრო ლაინერმა კატასტროფა ზელანდიის ჩრდილო კუნძულზე, ტბა ტაუპოს თავზე განიცადა. ბორტზე 6 მგზავრი, ეკიპაჟის 6 წევრი და ხომალდის მეთაური იმყოფებოდნენ. მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა სიმაღლე დაკარგა და ტბის ზედაპირისკენ დაეშვა, ეკიპაჟის წევრებმა მგზავრების ევაკუაციისთვის მზადება დაიწყეს. ყველას პარაშუტი დაურიგეს და მათთან ერთად, ტანდემში, თვითმფრინავიდან გადმოხტნენ. 

ბოლო წყვილმა გადმოხტომა წყალში ჩავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე მოასწრო. მეთაურმა თვითმფრინავი ბოლომ დატოვა და ნაპირზე გამოსვლაც მარტომ მოახერხა. ექიმების ინფორმაციით, არც მგზავრებს და არც ეკიპაჟის წევრებს სერიოზული დაზიანებები არ აღნიშნებათ.

კომენტარები
იტვირთება...