კატალონიის ყოფილმა ლიდერმა პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებამდე გაერთიანებისკენ მოუწოდა

კატალონიის ყოფილმა ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა მიკრობლოგ Twitter- ზე ყველა ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიას არჩევნებამდე გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"დროა, რომ დემოკრატები გაერთიანდნენ. კატალონიისთვის, პოლიტიკური პატიმრებისა და რესპუბლიკის თავისუფლებისთვის, "- წერს ის. კატალონიაში ვადამდელი არჩევნები 21 დეკემბერს გაიმართება. 3 ნოემბერს ბელგიის პროკურატურამ კატალონიის ექს-პრეზიდენტის კარლეს პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი მიიღო და 4 ან 5 ნოემბერს სასამართლოს გადასცემს.

"ჩვენ ორდერს შევისწავლით და ხვალ ან ზეგ სასამართლოს გადავცემთ," – განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა. მას ფინანსების ბოროტად გამოყენებაში, ასევე ამბოხების მცდელობაში ადანაშაულებენ და დაპატიმრებას მოითხოვენ.

ცნობისთვის, კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. აქედან ერთი საათის გასვლის შემდეგ კი, ესპანეთის სენატმა, ქვეყნის კონსტიტუციის 155-ე მუხლის თანახმად, რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობა შეიყვანა და კატალონიას ავტონომიის სტატუსი შეუჩერა. ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ რეგიონის ხელისუფლება დაითხოვა და მის მმართველად ქვეყნის ხელისუფლების ვიცეპრემიერი დანიშნა. კატალონიის ყოფილმა ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა კი ბრძანება მისი პოსტიდან გათავისუფლების შესახებ უგულებელყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...