კატა პატრონს ორი დღის მანძილზე ატერორებდა და სამზარეულოდან არ უშვებდა

რუსეთის ქალაქ არხანგელსკში ქალი ორი დღის განმავლობაში საკუთარ კატას ჰყავდა “დატყვევებული”.

სამზარეულოს დატოვების ყოველი მცდელობისას კატა ქალს ესხმოდა თავს და აიძულებდა მას, ისევ სამზარეულოში შებრუნებულიყო.

ქალაქის სამაშველო სამსახურს მოქალაქემ მიმართა და აცნობა,  რომ ერთ-ერთ ქუჩაზე, მრავალსართულიანი სახლთან გავლისას  შენიშნა ქალი, რომელიც მესამე სართულზე, ფანჯარასთან იმყოფებოდა და შველას ითხოვდა – იძახდა, რომ “გაცოფებული” კატა სამზარეულოდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

ადგილზე მისული მაშველები კიბით ავიდნენ მესამე სართულის ფანჯრამდე, იქედან სამზარეულოში შეაღწიეს, შემდეგ კატა საწოლის გადასაფარებლით დაიჭირეს და გალიაში მოთავსებული დაუბრუნეს პატრონს.

უცნობია, რით განარისხა პატრონმა კატა, რამ “გააცოფა” იგი.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად