კასპში სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 706 130 ლარი დაიხარჯება

კასპში, №1, №2 და №3 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი სასწავლო წლიდან ბაღები, 500-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ,– ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ დრომდე აღნიშნულ დაწესებულებებში სკოლამდელ განათლებას 420 ბავშვი იღებდა, რეაბილიტიაციის შემდეგ თითოეულ ბაღს ახალი ჯგუფები დაემატება, რაც კიდევ 90 ბავშვს მისცემს სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობას.

კასპის №1, №2 და №3 საბავშვო ბაღები ბოლო დრომდე სრული დატვირთვით ვერ ფუნქციონირებდა, რადგან შენობები (მათ შორის საკლასო ოთახები) რეაბილიტაციას საჭიროებდა.

ახალ სასწავლო წელს კი ბავშვები სწავლას კეთილმოწყობილ და განახლებულ ბაღებში გაააგრძელებენ.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სრული რეაბილიტაცია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით უტარდება. 

სარეაბილიტაციო სამუშაობს კომპანია "ფერლით–ჯორჯია" ახორციელებს. სამუშაოები სამივე საბავშვო ბაღში 2016 წლის აგვისტოში დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება 706 130 ლარს შეადგენს.

შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, იოსებ ოქრომელიძემ და მისმა მოადგილემ, ამირან შავშიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპის №1 №2 და №3 საბავშვო ბაღების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...