კასპში ნარჩენების მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

CENN -ის ინიციატივით კასპის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა მდგრადი ნარჩენების მართვას, ნარჩენებით გარემოს დაბინძურების ადმინისტრაციული სამართალ დარღვევების საქმის წარმოებას და ნარჩენების მართვის კოდექსის მიზნებსა და ამოცანებს ეხებოდა. 

CENN – ის წარმომადგენელმა არჩილ ლეჟავამ დამსწრე საზოგადოებას გაცნო, თუ რატომ უნდა გადაიხადოს მოსახლეობამ დასუფთავების მოსაკრებელი. დასუფთავების მოსაკრებლის ძირითად ნაწილს სახელმწიფო სუფსიდირების გზით ფარავს, რის შედეგადაც დაფინანსება აკლდება განათლების, ინფრასტრუქტურის და ჯანდაცვის სფეროებს.ასევე საუბარი იყო მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ ტარიფების დადგენის თანამედროვე პრინციპებზე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

ორგანიზაცია WMTR II პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში გეგმავს, რომელსაც USAID -ის მხარდაჭერით CENN-ი ახორციელებს.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად