კასპში მინის საწარმო აშენდება

ქალაქ კასპში მინის მწარმოებელი საწარმო შეიქმნება. შპს “ჯ-ის ინვესტ გლასს” საწარმოს ასაშენებლად 150 600.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 400 000 ლარად გადასცა.

საწარმოს შექმნისა და ფუნქციონირებისთვის არანაკლებ 1 750 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

შპს ჯ-ის ინვესტ გლასსი გეგმავს სამშენებლო, საავტომობილო და თეთრი ბოთლის მინის წარმოებას. ახალი საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს კასპში მრეწველობის განვითარებას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...