კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სტუდენტებისთვის ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია დააწესა

დღეს, კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი თამარ შარიფაშვილთან ერთად, საჯარო სკოლის დირექტორებს შეხვდა და მათ ახალი ინიციატივა გააცნეს.

კასპის მერიამ მუნიციპალიტეტის სკოლადამთავრებულებს ყველა აკრედიტირებული უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან 91 – 100 ქულა შეფასებით – დაენიშნებათ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის სტიპენდია.

5 (ხუთი), უმაღლესი შეფასების სტუდენტს პირველი სემესტრის შეჯამების შემდგომ, დაენიშნებათ 500 (ხუთასი) ლარი ყოველთვიური სტიპენდია 6 თვის განმავლობაში. ასევე სტიპენდია დაენიშნებათ 5 (ხუთ) საუკეთესო სტუდენტს მომდევნო სემეტრის შეფასებისას. ამსთან ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასებისას (ქართული ენა, უცხო ენა, ზოგადი უნარები, მათემატიკა და ისტორია) თითოეულ საგანში საუკეთესო სტუდენტს მუნიციპალიტეტის მერია გადასცემს ლეპტოპს.
ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...