Kaspersky Lab Georgia: საქართველოში მავნებლები ყველაზე მეტად აღწევენ მოწყობილობაში მოსახსნელი მედიის საშუალებით

2020 წლის პირველ ექვს თვეში, საქართველოში სახლის 26% და კორპორატიული მომხმარებლების 19% შეექმნა ეგრეთ წოდებულ ადგილობრივი საფრთხეები – ისეთი, რაც მოწყობილობებში პირდაპირ ქსელიდან კი არ ხვდება, არამედ სხვადასხვა მოსახსნელი მედიიდან, მაგალითად, USB ფლეშ დრაივებიდან ან მეხსიერების ბარათებიდან. გარდა ამისა, სახლის მომხმარებლების 10% და კორპორატიულის – 8% ინტერნეტით დაინფიცირების რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას “კასპერსკის ლაბორატორიის” წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.

“იმ საფრთხეების თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც მომხმარებლები შეიძლება აღმოჩნდნენ ინტერნეტში, დამაფიქრებელია ფიშინგური შეტევების რაოდენობა, რომლის დროსაც თავდამსხმელები ცდილობენ მომხმარებლებს გამოსტყუონ პირადი და გადახდის მონაცემები. მაგალითად, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, კასპერსკის ლაბორატორიის გადაწყვეტილებებმა უკვე დაბლოკა ფიშინგის გვერდებზე ნავიგაციის 74 000-ზე მეტი მცდელობა. ეს შეიძლება ნაწილობრივ აიხსნას იმით, რომ ფიშერები მუდმივად ადაპტირებენ თავიანთ ტაქტიკას მიმდინარე ამბების დღის წესრიგში და კორონავირუსის თემასაც კი იყენებენ საკუთარი მიზნებისათვის.

„დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრების უფრო და უფრო მეტი ასპექტები გადადის ონლაინ სისტემაზე, ციფრული განათლების ამაღლება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს“, – აღნიშნავს კასპერსკის ლაბორატორიის წარმომადგენელი სომხეთსა და საქართველოში არმენ კარაპეტიანი, – ჩვენ ვერ ვხედავთ თავდამსხმელების მიერ საქმიანობის შემცირების წინაპირობებს, პირიქით, პანდემიის ტალღამ მათთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპამ – კამპანია, რომელიც ჩვენ მარტში დავაფიქსირეთ იყო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული გზავნილების იმიტაცია. აქ თავდამსხმელები ეყრდნობოდნენ სტრუქტურის სანდოობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კორონავირუსის შესახებ სანდო ინფორმაციის მიწოდებაში“.

ამასთან დაკავშირებით, კომპანიის ექსპერტები შეგახსენებთ უსაფრთხოების ძირითად წესებს:

ნუ მიჰყვებით საეჭვო ბმულებს სოციალურ ქსელებში, ფოსტაზე და მყისიერ მესინჯერებში;
იყავით სკეპტიკურად განწყობილი ნებისმიერი შეტყობინებების მიმართ – როგორც კოროვირუსის გავრცელების, ასევე მისგან დაცვის საშუალებების შესახებ, ასევე უკიდურესად გულუხვი ფულადი ჯილდოს მიმართაც;
გამოიყენეთ სხვადასხვა უსაფრთხო პაროლი თქვენი ყველა ანგარიშისთვის (სხვადასხვა რეგისტრის ასოები 12 სიმბოლოთი, ციფრებით და სპეცსიმბოლოებით);
დააინსტალირეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა, მათ შორის მობილური მოწყობილობებისთვის.
ასევე არსებობს დამატებითი მითითებები ბიზნესისათვის:

მნიშვნელოვანია რეგულარულად ჩატარდეს თანამშრომლებისთვის კიბერ- ცოდნის ამაღლების ტრენინგები, სადაც მათ შეეძლებათ პრაქტიკული უნარების შემუშავება ციფრულ გარემოში (მაგალითად, Kaspersky Automated SecurityAwareness Platform პლატფორმის გამოყენებით);
დამატებითი დაცვისთვის გაკეთეთ ფაილების სარეზერვო კოპირება და დაშიფრვა, რომელიც გამოგადგებათ მოწყობილობის დაკარგვისა და მონაცემების გაჟონვის შემთხვევაში;
აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფის რეგულარული განახლება, ამგვარი განახლებების საშუალებით დეველოპერები აგარიდებენ იმ დაუცველობებს, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია გამოყენებულნი იქნენ კიბერდამნაშავეების მიერ;
კომპლექსური დაცვისთვის შეარჩიეთ შესაფერისი გადაწყვეტილება უსაფრთხოების მარტივი მართვითა და შემოწმებული ფუნქციით” ნათქვამია – „კასპერსკის ლაბორატორიის“  გავარცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად