კასემ სულეიმანის სიკვდილის შემდეგ, კომპანია Saudi Aramco-ს აქციების ფასი დაეცა

საუდის არაბეთის სანავთობო კომპანია Saudi Aramco-ს აქციების ფასი, ამერიკელების მიერ გენერალ კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, IPO-დან მოყოლებული, მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა.

ერ-რიადის ბირჟაზე, 5 იანვრის ვაჭრობის შედეგების მიხედვით, აქციების ფასი 1,7%-ით დაეცა და თითოზე 9,2 აშშ დოლარი შეადგინა. ეს, IPO-დან მოყოლებული, რომელიც 11 დეკემბერს განხორციელდა, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

Reuters და Bloomberg აღნიშნავენ, რომ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთის ბირჟებზე ფასები ეცემა. კერძოდ, მაგალითად საუდის საფონდო ბირჟა ტადავულსი ინდექსზე, რომელიც 2,5%-ით დაეცა, აგრეთვე ეგვიპტური ინდექსი EGX30, რომელიც 4,4%-ით დაეცა. ხოლო დუბაის ბირჟები – 3,1%-ით.

კასემ სულეიმანი 3 იანვრის ღამეს, ბაღდადში, აშშ-ის მიერ განხორციელებული ავია იერიშის შედეგად იქნა ლიკვიდირებული. გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, თეირანმა სამხედრო პასუხის შესაძლებლობა დაუშვა. ამის საპასუხოდ კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რაიმე სახის იერიშის შემთხვევაში თეირანის მხრიდან, შეერთებული შტატები იერიშს განახორციელებს ირანის 52 ობიექტზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად