“კარწახში” ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცლებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს მებაჯე-ოფიცრებთან ერთად, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „კარწახში“ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს.
1961 წელს დაბადებულ თურქეთის მოქალაქეს – ა.ტ.-ს ბრალი საზღვარზე ხალხის არალეგალურად  გადაყვანაში ედება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხდებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...