“კარფურის” 6 წელი ქართულ ბაზარზე და გრანდიოზული გათამაშება 6 იღბლიანი გამარჯვებულით

კომპანია „კარფური“ 6 წლისაა და თავისი მეექვსე დაბადების დღე გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნა.

14 ოქტომბერს, სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ ტერიტორიაზე,  კარფურმა ის იღბლიანი ადამიანები შეკრიბა, რომლებმაც სავაჭრო ცენტრში 5 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იშოპინგეს. კარფურის დაბადების დღე ზეიმად იქცა 300 პირველკლასელისთვისაც.

მათთვის, ვისაც „კარფურში“ შოპინგი უყვარს, გათამაშდა 6 სუპერ პრიზი და გამოვლინდა 6 იღბლიანი გამარჯვებული. პრიზებს შორის იყო  5 ავტომობილი, 2018 წლის Hyundai accent და ბინა ფრანგულ უბანში  Unix Development -ისაგან.

კარფურის 6 წლის იუბილესთან დაკავშირებით კომპანიამ 2 სექტემბრიდან დაიწყო მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სიურპრიზის შეთავაზება.

გარდა ამისა, თავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „კარფურმა“ ოცნება 300-ზე მეტ პირველკლასელს აუხდინა.

“კარფურისა” და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოს ერთობლივი პროექტი „აუხდინე ოცნება“-ს ფარგლებში ისთ ფოინთის ტერიტორიაზე 14 ოქტომბერს  ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის მფლობელ 300-ზე მეტ პირველკლასელ მოსწავლეს საზეიმოდ გადაეცათ მათთვის სასურველი საჩუქრები.

გარდა საჩუქრებისა, ბავშვებისთვის არაერთი სახალისო და გასართობი ღონისძიება გაიმართა. „ახდენილი ოცნებებით“ გახარებულმა ბავშვებმა თავიანთ საყვარელ  გმირებთან ერთად   დღის ბოლოს ამ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად