კარლსონის სინდრომი- ლევან ფანცხავას ბლოგი

კარი მიიხურა…

მე კი ატუზული ვიდექი, მისი ოთახიდან რამდენიმე ნაბიჯში. ყველა ჩასუნთქვის დროს, გრძნობდა როგორ ამოვისუნთქე. ის კარი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მიხურა არ ჩერდებოდა. მე კი ქარივით ატუზული ვიდექი ისევ.

გაყინულ თვალებს ყველა ნოტის გაცოცხლება თუ გაალღვობდა. ვფიქრობდი და ბანალურ კითხვებს ვცემდით პასუხებს. ორივე ერთად, ზოგჯერ ცალცალკე. ამოიხვნეშა ჩემში ვიღაცამ და კარისკენ ერთი ნაბიჯი სწრაფად გადავდგი.

სიგარეტის ქაღალდს ცეცხლი ისე ახრჩობდა ვერ ვეწეოდი.

-ამას ნერვიულობა ქვია.- ისევ ვიღაცამ ჩაისუთქ-ჩაილაპარაკა.

კიდევ ერთიც და მივალ. მერე მივხვდი რომ შემეშინდა, მისი კი არა, ყურადღება ჩემზე არ გადმოეტანა, წამწამებზე აკრული ნოტები არ დასცვენოდა, არ გაჩერებულიყო, რომ ჩემი ყველა ამოსუნთქვა არ შემწყდარიყო. ისევ გაყინული მზერით ვიდექი უფრო ახლოს, ვიდრე მანამდე.

კარი მიიხურა.

აქ მანძილები გრძნობდნენ ერთმანეთს. ჰაერი კი ცარიელი არ არსებობდა. ძლიერ ხმას შეუძლია გაანგრიოს ყველა კედელი.მე კი კარის გაღებას ვუცდიდი ისევ. მან მესამედ კარი მიიხურა.

სუნთქვა შევიკარი, რომ მისთვის ხელი არ შემეშალა.

ის კი ამ დროს ნაწნავებში, გვირილების სუნთქვას იწნიდა.

მე კი გარეთ ვიდექი როგორც სმენაშეკრული, სუნთქვაშეკრული, ხედვაშეკრული.

და ბოლოს, ირგვლივ იყო არაფერი.

კარლსონის სინდრომი, აქ როგორც წარმოსახვითი მეგობრის ვერ დაბრუნება. და იყო ყველა ამ არაფერში, ვეძებდი გმირებს და ვპოულობდი არავის, ვეძებდი არაფერს და ვპოულობდი ყველას.

ზოგჯერ ასეა, როცა არ გინდა მოგიწევს მიიღო, როცა გინდა მოგიწევს შეეგუო არ არსებობას, გარდამავალი ეტაპია, ყოველგვარი ფილოსოფიის და ბევრი ფიქრის გარეშე. რა სასაცილოა ყველაფერი მაშინ, როცა მერე ახსნა გიწევს. თუმცა მოკლედ არც ვალდებულება გვაქვს ვინმეს ავუხსნათ. ჩვენი არის ჩვენი და მოკლედ…

მე კი ატუზული ვიდექი, მისი ოთახიდან რამდენიმე ნაბიჯში. ყველა ჩასუნთქვის დროს, გრძნობდა როგორ ამოვისუნთქე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად