კარლო კოპალიანი: გაბლატავებული ხარ, ბოკერია!

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი და “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის ცხარე კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც მან სანდრო გირგვლიანის საქმესა და შალვა შავგულიძეზე ისაუბრა.

ოთარ კახიძის თქმით, უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, უჭერს თუ არა მხარს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ გირგვლიანის საქმეში დამნაშავეა არა მაშინდელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მურუსიძე, არამედ გირგვლიანის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე მიუძღვის თუ არა ბრალი შალვა შავგულიძეს.

​აღნიშნული განცხადების შემდეგ რის შემდეგაც კარლო კოპალიანმა “ევროპულ საქართველოს” რეპლიკით მიმართა: “მკვლელები თქვენ ხართ და მე მელაპარაკებით ამ საქმეზე?”.

კარლო კოპალიანს გიგა ბოკერია გამოეხმაურა, რის შემდეგაც ოპოზიციონერმა კვლავ მიიღო რეპლიკა: “გაბლატავებული ხარ, ბოკერია”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...