კარლ ჰარცერი: მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ზაზა გახელაძის დაბრუნებას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...