კარლ ჰარცელი: შემაშფოთებელია კიბერთავდასხმა საქართველოს ტერიტორიაზე, რისკია, არჩევნებამდე კიდევ განმეორდეს

შემაშფოთებელია კიბერთავდასხმა საქართველოს ტერიტორიაზე, რისკია არჩევნებამდე კიდევ განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

“შემაშფოთებელი იყო გუშინ განხორციელებული კიბერთავდასხმა. ეს არ არის პირველი შემთხვევა ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც კიბერშეტევა მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ გაირკვეს თუ ვინ დგას ამ თავდასხმის უკან. სხვა განცხადების გაკეთებამდე დაველოდები ვიდრე სიტუაცია კიდევ უფრო ნათელი არ გახდება. ეს კიბერთავდასხმა გვახსენებს ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, განსაკუთრებით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომ არსებობს რისკები მსგავსი თავდასხმების განმეორების. მნიშვნელოვანია ფხიზლად ვიყოთ”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც “ფორმულა” ავრცელებს.

შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ლუგარის ცენტრიდან ჰაკერებმა ინფორმაცია გაიტანეს – კიბერშეტევა განხორციელებულია ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად