კარლ ჰარცელი საარჩევნო ცვლილებებზე: მისასალმებელია თუ ეს კანონი მუქარას და ზეწოლას შეამცირებს

მისასალმებელია თუ ეს კანონი მუქარას და ზეწოლას შეამცირებს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, თუ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ამომრჩევლის მიმართ მუქარის ფაქტებს შეამცირებს ეს მისასალემებელია.

“ეჭვგარეშეა, რომ ეს არჩევნები უმნიშვნელოვანესია. მიხარია 8 მარტის შეთანხმების მიღწევა, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და საფუძველი შეიქმნა, რომ შემდგომი ნაბიჯები გადადგმულიყო. დისკუსისების დროს არაერთხელ გამოვხატეთ სურვილი, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ფარგლებში გაკეთდეს ყველაფერი, რომ მუქარისა და ზეწოლის საფრთხეები ლიმიტირებული იყოს. თუ ამ კანონს შეუძლია დახმარება, მაშინ ეს მისასალმებელია. ეს კანონი უნდა ამოქმედდეს მტკიცედ და მიუკერძოებლად. მომდევნო კვირებში ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად