კარლ ჰარცელი: ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა, რომელიც ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრას ესწრებოდა, აღნიშნა, რომ დიალოგი არ იყო მარტივი,

“ძალიან ვაფასებ ფაქტს, რომ გვაქვს დიალოგი, რომელიც მეორე რაუნდის ჩატარებით პროცესის სახეს იღებს. უნდა აღვნიშნო, რომ დისკურსია არ იყო მარტივი, მაგრამ შეხვედრის ბოლოს ვიგრძენი, შევძელით უფრო კარგად გაგვეგო, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკურსია.

ნათელია, რომ დიალოგის გასაგრძელებლად, ყველა მხრიდან არსებობს ჩართულობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, დიალოგით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესით არსებობს რეალური შანსი იმ უფსკრულის გარღვევისა, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით.

დღეს, ორივე მხრიდან დავინახეთ კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების სურვილი,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა (თარმანი რ2).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად