კარლ ჰარცელი: მოვედით სასაუბროდ, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია

მოვედით სასაუბროდ, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციასთან შეხვედრაზე შესვლამდე განაცხადა.

“მოვედით, რათა საუბარი გავმართოთ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და განმუხტვა. ბოლო 24 საათში დასავლეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან უამრავი გამოხმაურება მოჰყვა მიმდინარე პროცესებს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ახლა ვმასპინძლობ სტუმრებს, ვესაუბრებით სხვადასხვა მხარეს, მათ შორის, ფასილიტატორის რანგში. ველოდები, რომ გავაგრძელებთ საუბარს,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან შეხვედრა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად