კარლ ჰარცელი: ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთება და ვითარების სათანადოდ მოგვარება

“ევროკავშირისთვის ფუნდამენტური ამოსავალი წერტილია, ეს არის ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთება და ამ ვითარების სათანადოდ მოგვარების საჭიროება, რაც უნდა გაკეთდეს ობიექტური, ჯანსაღი სამედიცინო რჩევის საფუძველზე”, – საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

“შეგახსენებთ იმას, რაც ვთქვი წარსულში პრემიერ-მინისტრის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო კონსილიუმის შესახებ, რომელიც სარგებლობდა ორივე მხარის ნდობით. ამას ძალიან ვუჭერდი მხარს, რადგან განვიხილავდი მას, როგორც მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ერთი და იგივე შეფასების გარშემო ყველას გასაერთიანებლად, რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებისთვის ყველა აუცილებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ამას გარდა, კვლავ ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მიერ მისი მანდატის განხორციელებას კონსტიტუციის შესაბამისად მიხეილ სააკაშვილის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. რაც შეეხება სხვა მოშიმშილეებსა და ელენე ხოშტარიას, ეს არის ის საკითხი, რომელსაც ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს. პირადი თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ ის ჯანმრთელად იქნება და მასთან დაკავშირებით ვითარება არ გამწვავდება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები
იტვირთება...