„კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო“ – ნინო ბურჯანაძის განმარტება ჭორვილაზე გაკეთებულ განცხადებაზე

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა “აიპრესთან” ინტერვიუში მის მიერ ჭორვილაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ბურჯანაძე აქვე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსაც გამოეხმაურა.

ნინო ბურჯანაძე: სიმართლე გითხრათ, სალომე ზურაბიშვილისთვის პასუხი არ მიმაჩნია აუცილებლობად. ერთადერთი, რაც ამ განცხადებამ გააკეთა არის ის, რომ პრეზიდენტიც გვყავს თურმე. მაგრამ მართალია ეს, რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე სჭირდებაო.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ივანიშვილი ჭორვილაში იმიტომ კი არ ცხოვრობდა, რომ ყველაზე კარგი პატრიოტია თავისი სოფლის და ყველაზე მეტად უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას სჭირდებოდა დაცვა და ერთადერთი ყველაზე დაცული ადგილი მისთვის სწორედ რომ ჭორვილა იყო 15 წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული პრობლემები ჰქონდა. აი ეს იყო განცხადება და განცხადების საფუძველი, რაც მე გავაკეთე და არა ის, რომ ჭორვილა მოვიხსენიე ცუდ კონტექსტში.

_ პრობლემები ვისთან ჰქონდა?

_ დიახ, პრობლემები ჰქონდა იმის გამო, რომ თაღლითური გზით ნაშოვნი ფულის გამო სერიოზული პრეტენზიები არსებობდა მის მიმართ.

_ სამართალდამცავ სისტემასთან?

_ არა მხოლოდ სამართალდამცავებთან, ალბათ უფრო საშიშ და სერიოზულ ხალხთან. ის და მისი ოჯახს თავს დაცულად გრძნობდენ სწორედ ჭორვილაში.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა: ნორმალური ფსიქიკის მილიარდერი ადამიანი ოჯახს 15 წელი ჭორვილაში აცხოვრებს?! დაცვის გარანტია მხოლოდ იქ ჰქონდა! რასაც საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. მას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!

ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად