კარატისტმა გოგიტა არქანიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა (ვიდეო)

ლისაბონში დასრულდა საერთაშორისო სერიის ტურნირი ოლიმპიურ კარატეში „პრემიერ ლიგა 1″კარატისტთა პრემიერ ლიგის ტურნირი

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის საერიტინგო ქულებით მოსაპოვებლად კარატისტებს ორი შეჯიბრება ჰქონდათ დარჩენილი: ლისაბონის „პრემიერ ლიგა 1″ და მაისის ბოლოს ხორვატიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატი. ამის შემდეგ მხოლოდ ივნისის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაში პირველ-მესამე ადგილებზე გასულები, მიუხედავად ჯამური სარეიტინგო ქულებისა მიიღებენ დარჩენილ სამ საგზურს.

ლისაბონის „პრემიერ ლიგა 1″-ზე +84 კგ წონით კატეგორიაში კარგად ისპარეზა და ტურნირის გამარჯვებულის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა გოგიტა არქანიამ.

გოგიტა არქანიამ (მწვრთნელი ნიკოლოზ წურწუმია) ამ გამარჯვებით მოპოვებული სარეიტინგო ქულებით ტოკიოში ასპარეზობის უფლება ევროპის ჩემპიონატის შედეგების მიუხედავად გაინაღდა.

ლისაბონში გოგიტა არქანიამ თანმიმდევრობით დაამარცხა უნგრელი დანიელ მოლნარი (3:0), ესპანელი მარკოს მარტინეს ველილა (9:3) და ფრანგი ფრანგი ფილალი მეჰდი (4:0) და ნახევარფინალში თავის ძირითად კონკურენტს, ირანელ საჯად გენზჯადეჰს შეხვდა.

პირველ წუთის მიწურულს გოგიტა არქანია დაწინაურდა 1:0. მეორე წუთის 31-ე წამზე ირანელმა საპასუხო ქულა აიღო, ხოლო მესამე წუთის დაწყებიდან 7 წამის შემდეგ უკვე იგი უკვე ორი ქულით იყო დაწინაურებული. 16 წამში არქანიამ სხვაობა ქულამდე შეამცირა, ხოლო დროის ამოწურვამდე 11 წამით ადრე კიდევ ერთი ქულა აიღო, შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა და სენშუთი („პირველი უალტერნატივო უპირატესობის შეფასება”) გაიმარჯვა.

გუშინ, გოგიტა არქანიამ, თავისი 37-ე დაბადების დღეს, ფინალურ ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის შეხვდა ოქროს მედლისთვის.

შეხვედრის დასრულებამდე 27 წამი რჩებოდა, როდესაც არქანია დაწინაურდა – 2:1. კიდევ 18 წამის შემდეგ მან უპირატესობა გაზარდა – 3:1. აზერბაიჯანელი სპორტსმენი მარცხს არ შეეგუა და შეხვედრის დასრულებამდე 5 წამით ადრე დაწყებული იერიშის შემდეგ ზედ ბოლო წამს ანგარიში გაათანაბრა. რადგან პირველი უალტერნატივი უპირატესობით შეფასება არცერთს არ გააჩნდა, გამარჯვებული ჰანტეით (მსაჯების გადაწყვეტილებით) გამოვლინდა. მსაჯებმა გამარჯვებულად გოგიტა არქანია სცნეს და მას ლისაბონის „პრემიერ ლიგა 1″-ის გამარჯვებული ტიტული, ოქროს მედალი და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საგზური ხვდა წილად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...