კარასინის თანამდებობა შესაძლოა საქართველოში ნონ გრატად გამოცხადებულმა ივან ვოლინკინმა დაიკავოს

როგორც რუსული „კომერსანტი“ იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ფაქტობრივად გადაწყდა, რომ სერგეი ლავროვის მოადგილის თანამდებობაზე, გრიგორი კარასინის ნაცვლად, სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის 2007 წელს საქართველოში პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ივან ვოლინკინი.

ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნიდან გააძევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად